Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საფრანგეთის პრემიერი: ტერაქტები იგეგმება არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში

16 ნოემბერი, 2015 12:56

„ტერაქტები იგეგმება არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში“, - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა რადიოსადგურ RTL-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ თავდასხმები კვლავ მზადდება. დღეს დილიდან 150 ანტიტერორისტული რეიდი განხორციელდა მთელი საფრანგეთის მასშტაბით“, - მანუელ ვალსის ინფორმაციით, პარიზის ტერაქტები სირიის ტერიტორიაზე დაიგეგმა. 

საფრანგეთის პოლიცია ბრიუსელში დაბადებულ 26 წლის სალაჰ აბდესლამს პარიზის ტერაქტებში მთავარ ეჭვმიტანილად ასახელებს.

13 ნოემბრის ღამეს ის რამდენჯერმე შეამოწმეს პოლიციელებმა, მაგრამ შემდეგ გაუშვეს. მისი ძმა ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი იყო, რომელმაც იმ ღამით პარიზში თავი აიფეთქა.

ფრანგული მედიასაშუალებები წერენ, რომ პოლიციის ძირითადი ოპერაციები ბელგიის საზღვართან ტარდება, თუმცა არ აცხადებენ, უკავშირდება თუ არა ეს პარიზზე თავდასხმებს.

პარიზში 13 ნოემბერს 6 თავდასხმა განხორციელდა. ტერორისტების ერთი ჯგუფი „ბატაკლანის“ თეატრში შეიჭრა, სადაც იმ დროს ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა და მძევლები აიყვანა. 112 ადამიანი სწორედ იქ დაიღუპა. მაყურებლების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თეატრში მყოფები ტერორისტების დანახვისას ძირს დაწვნენ და თავდამსხმელები მწოლიარე ადამიანებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ესროდნენ. 

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოაცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები. გამოცხადებულია 3 დღიანი ეროვნული გლოვა.

პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. დაჯგუფებამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ფრაგი ეროვნების აბუ სალმანი ამბობს, რომ თავდასხმების მიზანი საფრანგეთისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ის კვლავ რჩება მთავარ სამიზნედ.

წუხელ საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სირიაში, ქალაქ რაქაში, ISIS-ის ობიექტებზე ავიაიერიში მიიტანეს. ISIS რაქას ე.წ. ხალიფატის დედაქალაქად მოიხსენიებს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ ავიაიერიშში 12 თვითმფრინავი მონაწილეობდა. მისი განმარტებით, ყველა ობიექტი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, განადგურებულია. 

 

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^